პროექტის შესახებ


ფრენბურთის შესახებ

ფრენბურთი გუნდური სპორტული სახეობების ერთ-ერთი ულამაზესი სახეობაა,  რომელიც მსოფლიოში ძალიან პოპულარული და ცნობილია.ამ სპორტს თამაშობს ორი გუნდი ტითეულ გუნდსი 6 მოთამაშეა. ფრენბურთს თამაშობენ ქალები და მამაკაცები.



ფრენბურთის ისტორია

ფრენბურთის ,,საპასპორტო’’ მონაცემები ცნობილია: თამაში 1895 წელს მოიგონა ამერიკული ქალაქის ჰოლიოკის მკვიდრმა, ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა უილიამ მორგანმა. მან ახალ თამაშს ,,მინონეტი’’ უწოდა. 1896 წელს ეს თამაში ქალაქ სპრიფგფილდში წარადგინეს ახალგაზრდა ქრისტიანთა ასოციაციის კონფერენციაზე. აქ პროფესორ ალფრედ ჰალსტედის ინიციატივით თამაშს ფრენბუთი (volley - მფრინავი) უწოდეს და ეს სახელი თამაშს დღემდე შემორჩა. ნელ-ნელა ახალი თამაში სხვა ამერიკულ ქალაქებშიც გავრცელდა. მალე კი კანადაში და ლათინურ ამერიკაშიც. 1990 წელს ფირმა ,,სპოლდინგმა’’ დაამზადა ფრენბურთის სათმაშო პირველი ბურთი. იმავე წელს დაიწერა ფრენბურთის თამაშის პირველი ოფიციალური წესები.
პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკის საექსპედიციო ჯარების ჯარისკაცებმა ფრენბურთი ევროპასაც გააცვნეს. თამაშმა მალე პოპულარობა მოიპოვა და სწრაფად გავრცელდა მთელს ევროპაში. 1922 წელს ბრუკლინში პირველი ამერიკული შეჯიბრებაც გაიმართა ფრენბურთში. იმავე წელს შეიქმნა ჩეხოსლოვაკიის ფრენბურთის (და ხელბურთის) ფედერაცია. 20-ან წლებში ასეთივე ფედერაციები შეიქმნა სსრ კავშირშიბულგარეთშიაშშ-ში, იაპონიაში და სხვაგან





საქართველოს ფრენბურთის ფედერაცია

საქართველოში ფრენბურთის ფეტერაცია დაფუძნდა 1991 წლის 28 თებერვალს.

1991 წლის დეკემბრიდან ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (FIVB) და ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის (FVBC) წევრია.
პრეზიდენტები: გიული ჯალაღანია (1991-95), ავთანდილ სილაგაძე (1995-01), ლევან ახვლედიანი (2001 წლიდან). 




თამაშის წესები

ფრენბურთს თამაშობენ 18X9 მ ზომების მოედანზე, რომლის შუაში 243 სმ-ს (იატაკიდან ბადის ზედა კიდემდე) სიმაღლეზე აღმართულია 1მ სიგანის ბადე (ქალებისთის 224 სმ). გუნდში ექვსი მოთმაშეა (მათ შორის ერთი გამთამაშებელი, რომელსაც სხვა ფერის ფორმა აცვია). გუნდებს თითოეულ პარტიაში ექვსი შეცვლის უფლება აქვთ. მატჩი ფრენბურთში სამი პარტიის მოგებამდე გრძელდება. თითოეული პარტია კი 25 ქულამდე (მეხუთე პარტია - 15 ქულამდე). ამავე დროს აუცილებელია მინიმუმ ორქულიანი სხვაობა (ანუ 25-24-ზე თამაში არ მთვარდება და გრძელდება ორქულიანი უპირატესობის მოპოვებამდე). ყოველი პარტიის შემდეგ მეტოქეები მოედნის ნახევრებს ცვლიან. აკრძლულია ბადის მეორე ნახევარში ხელის გადაყოფა, მეტოქესთან ან მოედნის მეორე ნახევართან კონტაქტი, ბადის ვერტიკალური სიბრტყის გადაკვეთა, ბურთთან შეხება წელსქვედა ნაწილით. გუნდებს უფლება აქვთ თითოეულ პარტიაში აიღონ ორი 30 წამიანი წუთშესვენება. გუნდს უფლება აქვს მოწოდებულ ბურთს შეეხოს მხოლოდ სამჯერ, ამასთან მესამე შეხებით ბურთი აუცილებლად მეტოქის ნახევრისკენ უნდა გაიგზავნოს. სათამაშო ბურთი ტყავისგან მზადდება. გარშემოწერილობა 65-67 სმ-ა, ხოლო წონა - 260-280 გრ



მსოფლიოში ცნობილი ფრენბურთელი


მსოფლიოში ერთ- ერთი ყველაზე ცნობილი ფრენბურთელი არის ნესლიჰან დემირი. პირველად 14 წლის ასაკში დაიწღუ ფრენბურთის თამაში და ის არის თურქი ფერენბურთელი. მას ბევრი წარმადება აქვს. ბევჯერ შეჯიბრებზე არის გასული და მას აქვს ბევრი ჯილდოები.
ის თავის კგუფითან ერთად 8 ჯერ ჩემფიონი გახდა. 










მსოფლიოს ჩემპიონატი (კაცები)

მსოფლიოს უძლიერესი ეროვნული გუნდის გამოსავლენად ტურნირის ჩატარება ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ 1948 წელს გადაწყვიტა. პირველი ჩემპიონატი 1949 წელს გაიმართა პრაღაში (ჩეხოსლოვაკია) და ათ გუნდს შორის სსრკ-ის ნაკრებმა იმარჯვა. პირველი ორი ტურნირი ღია ცის ქვეშ ჩატარდა, მას შემდეგ კი ასპარეზოდა მუდამ დახურულ დარბაზებში იმართება, თუმცა გათამაშების სისტემა არაერთხელ შეიცვალა. 1962 წლიდან ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 4 წელიწადში ერთხელ ტარდება.
გამარჯვებულები: 1949 სსრკ, 1952 სსრკ, 1956 ჩეხოსლოვაკია, 1960 სსრკ, 1962 სსრკ, 1966 ჩეხოსლოვაკია, 1970 გდრ, 1974 პოლონეთი, 1978 სსრკ, 1982 სსრკ, 1986 აშშ, 1990 იტალია, 1994 იტალია, 1998 იტალია, 2002 ბრაზილია.






No comments:

Post a Comment